"სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცენტრი" დაფუძნდა - კვირის პალიტრა

"სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცენტრი" დაფუძნდა

თბილისში დაფუძნდა "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცენტრი.”როგორც ბიზნესცენტრ "კალაში" მიმდინარე შეხვედრაზე ეკა ბესელიამ განაცხადა,

საინიციატივო ჯგუფი მოამზადებს კონკრეტულ გეგმას, რომლის მიხედვითაც გადაიდგმება ნაბიჯები უკანონო პატიმრების საკითხის მოსაგვარებლად.

"უნდა ვიბრძოლოთ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისთვის. ეს კამპანია ღიაა ყველასათვის, ვინც სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრებს", - აღნიშნა ბესელიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. როგორც ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ეს არის სახალხო კამპანია და არ იქნება მხოლოდ თბილისის მასშტაბით, უკანონო პატიმრები რეგიონებშიც არიან.

ოლიმპიური ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, იგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ აქციაში, ვინაიდან უკანონობაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.