ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1-ელ მარტს გაიხსნება - კვირის პალიტრა

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1-ელ მარტს გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს.

პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითად წაადგება, თუმცა, ამასთანავე, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს ამ პუნქტის გახსნის შედეგად არ ელოდება.

გილაურის ვარაუდით, რუსეთმა თავისი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეცვალა, რასაც ქართული მხარე მიესალმება.

ქართული მხარე, ასევე მიესალმება, თუ მოსკოვი შეცვლის სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, მოხსნის  ბლოკადას, გაამარტივებს სავიზო რეჟიმს და ა.შ.

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა მიმდინარე წლის 1-ელი მარტისთვის იგეგმება.