დაჩი ცაგურია დააკავეს - კვირის პალიტრა

დაჩი ცაგურია დააკავეს

"მოძრაობა "7 ნოემბრის" ერთ-ერთი ლიდერი დაჩი ცაგურია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დააკავეს.

ამავე მოძრაობის წარმომადგენლის, ჯაბა ჯიშკარიანის ცნობით,  ცაგურია სასამართლოს ეზოში ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეს ჯემალ კოპალიანს შეხვდა, რომელსაც "განუმარტა", რომ ციხეში ჩაჯდომა მოუწევდა. მოსამართლემ ეს შეურაცხყოფად მიიჩნია და მანდატურის სამსახურს სთხოვა ცაგურიას დაკავება.

ცაგურია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა, მოგვიანებით უსაფუძვლობის გამო გაათავისუფლეს.