თბილისის აეროპორტი პარალიზებული იყო - კვირის პალიტრა

თბილისის აეროპორტი პარალიზებული იყო

12 თებერვალს, დაახლოებით 04.00 საათზე ალმა-ატა-ჰონკონგის სატვირთო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა და დასაფრენი

ბილიკიდან გადავიდა. მომხდარის გამო გადაიდო თითქმის ყველა რეისი. გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის თვითმფრინავზე 50 ტონაზე მეტი ტვირთი იყო. მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავიდან ტვირთს ცლიდნენ. აეროპორტში მუშაობა 12.00 საათის შემდეგ განახლდა.

მომხდარის მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს.