განახლებული "გმირთა მოედანი" მაისისთვის იქნება მზად
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თემურ უძილაურის განცხადებით, გმირთა მოედანზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად
ესტაკადის ბურჯები იდგმება, რის გამოც მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ერთ-ერთი ბურჯის დასასმელად გმირთა მოედნის მიწისქვეშა გვირაბში გაბურღვის სამუშაოებიც მიმდინარეობს. ბურჯების დასმა ორ თვეში დასრულდება, ესტაკადის მოწყობა კი, - საბოლოოდ მაისში.
უძილაურის თქმით, ორდონიან ესტაკადას სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე გადასასვლელი ექნება. კერძოდ, ხილიანისა და დოლიძის ქუჩების, ვარაზისხევისა და თამარ მეფის პროსპექტის და სხვა მიმართულებებით. ესტაკადის სიმაღლე 5 მეტრამდე იქნება.
ვარაზისხევში 2800-მეტრიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალის მშენებლობის პროექტი ზაფხულში დასრულდება.