მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა - კვირის პალიტრა

მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში სომეხი სამხედროების თავდასხმა მოიგერიეს. არსებული ინფორმაციით, შეტაკების შედეგად, 5 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანულ პოზიციებს სომხეთის არმიის დანაყოფები რამდენიმე რაიონში უტევდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სომხური მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანმა ბოლო დღეების განმავლობაში ზავი 140-ჯერ დაარღვია.