სტიქია კახეთში
27-07-2015
ძლიერმა წვიმამ და სე­ტყვამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა. გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდინარე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ერთი ნაწილი - 25 საცხოვრებელი სახლი - დატბორა, ხევიდან მოტანილმა ქვა-ღორღმა კი სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა. დაისეტყვა თელავის რაიონის სოფლები: ნაფარეული, კინდოლი, ვანთა და აკურა. სეტყვას ერთვოდა ძლიერი ქარი, რამაც თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე, ლოპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეები დაგლიჯა. სტიქიამ დააზარალა ყვარლის რაიონიც. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფელ სანავარდოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი
სახურავის გარეშე დარჩა. ქარიშხალმა სოფელ გავაზში სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით