”მამულიჩას” პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

”მამულიჩას” პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს, პროდიუსერ კახი მამულაშვილს (მამულიჩა) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემოტანა ედება ბრალად. იგი სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს. მამულიჩა სამშობლოში პარიზიდან ბრუნდებოდა. ძალოვანთა მტკიცებით, მისი ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ამ დროს ის კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

(სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).