მიტოვებული ჩვილი იპოვეს - კვირის პალიტრა

მიტოვებული ჩვილი იპოვეს

დიღომში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მიტოვებული  ჩვილი იპოვეს. ბიჭუნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პატარა 2,5 კილოგრამს იწონის, სიგრძით კი 45 სანტიმეტრია. ახალშობილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლევები უტარდება. ჩვილის პოვნის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.