კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - კვირის პალიტრა

კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

მოსკოვში გასტროლებისას გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაურმა გამოაქვეყნა მსახიობის გარდაცვალების შესახებ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, კოტე თოლორდავას გარდაცვალება მიოკარდიუმის ინფარქტმა გამოიწვია. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: “სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლისა და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა: ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები, მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები”.

(სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).