კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
27-07-2015
კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
მოსკოვში გასტროლებისას გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაურმა გამოაქვეყნა მსახიობის გარდაცვალების შესახებ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, კოტე თოლორდავას გარდაცვალება მიოკარდიუმის ინფარქტმა გამოიწვია. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: “სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლისა და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა: ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები, მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი,
მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები”.

(სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით