თბილისის მერიამ ანგარიში გამოაქვეყნა
დედაქალაქის მერიამ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან მოლაპარაკებით მიღწეული შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საკომპენსაციო შეთავაზება სვანიძის ქუჩასა და წყნეთის ხევში მცხოვრებმა 39-მავე ოჯახმა მიიღო. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან _ 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი. ექვს ოჯახს თანხა უკვე გადაერიცხა; უახლოეს დღეებში საკომპენსაციო თანხას კიდევ 10 ოჯახი მიიღებს. დანარჩენ ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი.