”სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიიღეს - კვირის პალიტრა

”სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიიღეს

პარლამენტმა მესამე მოსმენით “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აფხაზურიც. სახელმწიფო უზრუნველყოფს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას... კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას სათანადო პირობები სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის, გარდა ამისა, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას, რომელსაც სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა დაეკისრება.