ტუსკი საქართველოში - კვირის პალიტრა

ტუსკი საქართველოში

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. ტუსკმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე.„`ევროკავშირის პოზიცია მტკიცედ არის გამოკვეთილი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი,~ - განაცხადა ბატონმა ტუსკმა. ის ასევე ჩავიდა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საკუთარი თვალით ნახა საზღვრის გადმოწევის ფაქტები.