პესკოვი სანქციებით გვემუქრება - კვირის პალიტრა

პესკოვი სანქციებით გვემუქრება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინას სანქციები დაუწესოს. მისი თქმით, ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ეს ქვეყნები შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდველ ზომებს, კერძოდ, სანქციას, რომელიც იქ ნაწარმოები პროდუქციის შესყიდვის შეზღუდვას ითვალისწინებს. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 19 ივნისს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემზღუდველი ზომების ერთი წლით,– 2016 წლის 23 ივნისამდე, გახანგრძლივების თაობაზე. ამავე წყაროს ცნობით, 19 ივნისის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა და საქართველო.