საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ელჩები დანიშნა - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა ზურაბ ერისთავი, ხოლო 2015 წლის 15 სექტემბრიდან კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას გია ნიკოლაიშვილი დაიკავებს. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ბეშიძე იქნება.