მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნდება?!
03-08-2015
2016 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდო­მაზე უკვე განიხილეს. დადგენილება გულისხმობს მორატორიუმის შემოღებას მცხეთაში ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე. ეს მოთხოვნა იუნესკომ და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა წამოაყენეს, რათა მიწათმოქმედებისა და ქალაქგანვითარების გენერალური გეგმები შემუშავდეს და იუნესკოსთან შეთანხმდეს. `თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ, მომავალ წელს პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?