მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნდება?! - კვირის პალიტრა

მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნდება?!

2016 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. დადგენილება გულისხმობს მორატორიუმის შემოღებას მცხეთაში ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე. ეს მოთხოვნა იუნესკომ და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა წამოაყენეს, რათა მიწათმოქმედებისა და ქალაქგანვითარების გენერალური გეგმები შემუშავდეს და იუნესკოსთან შეთანხმდეს. `თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ, მომავალ წელს პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.