ცვლილებები მთავრობაში - კვირის პალიტრა

ცვლილებები მთავრობაში

შს სამინისტროს რეფორმის შედეგად უსაფრთხოების სამსახური გამოიყო ცალკე უწყებად, რომლის უფროსის თანამდებობა შს ექსმინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. შს მინისტრის ახალი კანდიდატურის შერჩევას თითქმის კვირაზე მეტი დასჭირდა, საბოლოოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თანამდებობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის აწ უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს მისი ყოფილი მოადგილე, კახი კახიშვილი შეცვლის.