მორიგი ვეტო
03-08-2015
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან არ უნდა გავიდეს. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს განხილვას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით