პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გერმანიიდან დაბრუნდა. უწმინდესი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძრისკენ გაემართა, ტაძარი მოილოცა და მრევლი დალოცა. მისი თქმით, ექიმებმა ჩაუტარეს გამოკვლევა გულზე და აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთული ყოფილა. "ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვა-კურთხევით, მშვიდობით დავბრუნდით. ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა. ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულის. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ცისანა შარტავას განცხადებით, გერმანიაში დაგეგმილი იყო მხოლოდ გამოკვლევები და სარეაბილიტაციო კურსი, ხოლო გამოკვლევების შედეგად დამატებითი კარდიოლოგიური ჩარევა გახდა საჭირო.