პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა
03-08-2015
პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გერმანიიდან დაბრუნდა. უწმინდესი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძრისკენ გაემართა, ტაძარი მოილოცა და მრევლი დალოცა. მისი თქმით, ექიმებმა ჩაუტარეს გამოკვლევა გულზე და აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთული ყოფილა. "ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვა-კურთხევით, მშვიდობით დავბრუნდით. ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა. ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულის. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ცისანა შარტავას განცხადებით, გერმანიაში დაგეგმილი იყო მხოლოდ
გამოკვლევები და სარეაბილიტაციო კურსი, ხოლო გამოკვლევების შედეგად დამატებითი კარდიოლოგიური ჩარევა გახდა საჭირო.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით