საფრანგეთი რუსეთს "მისტრალს" აღარ მიჰყიდის
10-08-2015
საფრანგეთი რუსეთს "მისტრალს" აღარ მიჰყიდის
რუსეთმა და საფრანგეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი რუსეთს "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდებს აღარ გადასცემს, სამაგიეროდ, პარიზი მოსკოვს სრულად აუნაზღაურებს გადახდილ თანხას. საფრანგეთსა და რუსეთს შორის "მისტრალის" ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა, თუმცა საფრანგეთმა ვერტმფრენმზიდების გადაცემაზე უარი მას მერე თქვა, რაც რუსეთმა უკრაინასთან კონფლიქტი წამოიწყო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით