თურქეთში ქართულ სატვირთო ავტომობილებს დაესხნენ თავს
10-08-2015
თურქეთში ტერორისტული თავდასხმის არეალში ქართული სატვირთო ავტომობილები მოხვდნენ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევისას "ალგანის" ტრაილერის ქართველი მძღოლი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, ავტომობილი კი დაწვეს. მანამდე კი შეიარაღებულმა პირებმა ერზურუმის მიმართულებით მიმავალი ტრაილერის მძღოლები დააკავეს. გადაწვეს ტრაილერები, დაკავებულები კი რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით