მძღოლების გაფიცვა - კვირის პალიტრა

მძღოლების გაფიცვა

ორი დღის განმავლობაში გაფიცული იყვნენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგან" სამუშაო გეგმის შემცირებას და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი ძველი ვალების ჩამოწერას ითხოვდნენ. კომპანიის წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, შეთანხმებას მიაღწიეს და თუ ამის შემდეგ მძღოლები არ განაახლებდნენ მუშაობას, მათ სამსახურიდან დაითხოვდნენ. მიკროავტობუსის მძღოლებსა და კომპანიას შორის კონდიციონერებთან დაკავშირებითაც შედგა ახალი შეთანხმება, რომლის თანახმადაც თუ ტემპერატურა აღემატება 26 გრადუსს, კონდიციონერი უნდა ჩართონ.