პურიც ძვირდება - კვირის პალიტრა

პურიც ძვირდება

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მოსალოდნელია პურის ფასის გაზრდა. მისი თქმით, ქვეყანაში ეს უკვე შეინიშნება - საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება გაზარდა, მათ კი, ვინც ფასი არ მოუმატა, პურის წონას დააკლო. მისივე თქმით, პურის ფასის შესაძლო მომატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ძირითადი ნედლეულის - ფქვილის ფასის საგრძნობი მომატებაა. როგორც დოლიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ წელს ხორბლის დიდი მოსავალია, ფქვილის ფასმა მაინც მოიმატა (ვრცლად იხ. გვ. 9).