"რუსთავი 2"-ის ქონება და კომპანიის ბიზნესწილები დაყადაღებულია - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის ქონება და კომპანიის ბიზნესწილები დაყადაღებულია

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ექსმფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მაუწყებლობის წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაადო. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებული უძრავ-მოძრავი ქონება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა “რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას "რუსთავი 2" ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს (ვრცლად იხ. გვ. 6-7).