ბანერი ისევ დააბრუნეს - კვირის პალიტრა

ბანერი ისევ დააბრუნეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსული საჯარისო დანაყოფის ე. წ. მესაზღვრეებმა ბანერი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნეს. შეგახსენებთ, ეს ბანერი დაახლოებით ერთი თვის წინ დაამონტაჟეს, თუმცა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა ის ჩამოხსნა.