საქართველო ჰააგის გადაწყვეტილებას ელოდება - კვირის პალიტრა

საქართველო ჰააგის გადაწყვეტილებას ელოდება

2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმის მასალები რამდენიმე თვეა ჰააგის სასამართლოშია გაგზავნილი. იქაურმა პროკურორმა უნდა დაადგინოს, საკმარისია თუ არა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქართველომ უკვე ჩაატარა და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თავიდან გამოიძიებს თუ არა ამ საქმეს. "ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლო მიიჩნევს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული რაც საქართველოს ორმა მთავრობამ გააკეთა, არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ის თავად დაიწყებს გამოძიებას. ჩვენ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი.