მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს - კვირის პალიტრა

მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბაბუშერის სამარხის გახსნის შედეგად აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირების შემდეგ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჭანდარაში ბრძოლების დროს.