7 წელი ომიდან - კვირის პალიტრა

7 წელი ომიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წელიწადი გავიდა. ხუთდღიანმა ომმა 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დევნილად აქცია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარება 2008 წლის ზაფხულში პერმანენტულად იძაბებოდა და პიკს აგვისტოს დასაწყისში მიაღწია, როდესაც რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმის პროვოკაციები გახშირდა. სამხედრო დაპირისპირება 8 აგვისტოს, შუაღამისას დაიწყო. რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა.