აღმოჩენა ხიხანის ციხეზე - კვირის პალიტრა

აღმოჩენა ხიხანის ციხეზე

ხიხანის ციხეზე არქეოლოგებმა 43 ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგები ხულოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე მუშაობდნენ. როგორც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით მინდორაშვილმა განმარტა, ახალაღმოჩენილი მარანი  XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. "ეს არ უნდა იყოს მარანი კლასიკური გაგებით, სავარაუდოდ, ეს წყლის რეზერვუარებისთვის გაკეთებული ჭურჭელია", - განაცხადა დავით მინდორაშვილმა. ციხესიმაგრის ერთ-ერთ კოშკში მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვებიც აღმოაჩინეს.