ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება
17-08-2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დანიშნულია, ის 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მიიღო. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, განაცხადა, კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება. მისივე თქმით, ის არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის პრეზიდენტობაზე კენჭისყრას აპირებენ: ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე, ყოფილი ფეხბურთელები: მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, ასევე ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით