ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო - კვირის პალიტრა

ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო

ეროვნული ბანკის ცნობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა. ამავე უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის მაჩვენებელი 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.8%-ით ნაკლებია. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობით ლიდერობენ: რუსეთი, იტალია და აშშ. მნიშვნელოვნადაა შემცირებული გზავნილების ნაკადი საბერძნეთიდან და თურქეთიდან.