ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო
17-08-2015
ეროვნული ბანკის ცნობით, ქვეყანაში­ შემოსული ფულადი გზავნილების მოცუ­ლობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა. ამავე უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის მაჩვენებელი 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.8%-ით ნაკლებია. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობით ლიდერობენ: რუსეთი, იტალია და აშშ. მნიშვნელოვნადაა შემცირებული გზავნილების ნაკადი საბერძნეთიდან და თურქეთიდან.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით