ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება
26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა. ეს იანს სტოლტენბერგის ამ რანგის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. 27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის მომზადდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!