ვინ წავა გაეროში?!
როგორც გაირკვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო სექტემბრის ბოლოს გაეროში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტებს ცალ-ცალკე ამზადებს.
პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ნიუ-იორკში ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მიწვევით ჩავა და დაესწრება დისკუსიას თემაზე: "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება". "ჩვენ, ყველას, მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაეროშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზეც, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა - დასათვალიერებლად. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში
ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება," - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?