ვინ წავა გაეროში?! - კვირის პალიტრა

ვინ წავა გაეროში?!

როგორც გაირკვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო სექტემბრის ბოლოს გაეროში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტებს ცალ-ცალკე ამზადებს.

პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ნიუ-იორკში ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მიწვევით ჩავა და დაესწრება დისკუსიას თემაზე: "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება". "ჩვენ, ყველას, მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაეროშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზეც, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა - დასათვალიერებლად. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება," - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.