საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი დაწვეს - კვირის პალიტრა

საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი დაწვეს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. მომხდარის შემდეგ დაიკითხნენ ჩაჩანიძის მეზობლები, რომელთაც განაცხადეს, რომ დაკითხვისას პოლიცია მათზე ზეწოლას ცდილობდა, რასაც შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.