კლდის ჩამოშლას 10 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

კლდის ჩამოშლას 10 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

19 აგვისტოს ჟინვალის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. ქვების მასაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა, რომელიც ანანურიდან ჟინვალისკენ მიდიოდა.

კლდის ჩამონატეხმა ლოდმა 10 წლის ბავშვი მძიმედ დააშავა. კატასტროფის ბრიგადამ პატარა ვანიკო კოშაძე მცხეთაში, "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.