სტიქია გვიტევს
სტიქიამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის რაიონში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა, სახლებს კი სახურავები გადახადა. სტიქია იყო ლაგოდეხის რაიონშიც, სადაც დაიტბორა სახლების პირველი სართულები. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ახმეტის რაიონში. ჩამოშლილმა მიწამ ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩახერგა. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ინფორმაციით, სეტყვამ კახეთში დაახლოებით 2000 ჰექტარი ვენახი დააზიანა. ძლიერმა წვიმამ გარე სამყაროს რაჭის რამდენიმე სოფელიც მოწყვიტა. მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში -დიდ ღებსა და
პატარა ღებში, სადაც წვიმამ დაანგრია ხიდი და საავტომობილო გზა (ვრცლად იხ. გვ. 4).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?