ვიქტორ იუშჩენკო ბათუმში - კვირის პალიტრა

ვიქტორ იუშჩენკო ბათუმში

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მეუღლესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ის კერძო მოწვევით, ქორწილში იყო მიპატიჟებული, რის შემდეგაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქი დაათვალიერა და საბაგირო გზით ბათუმ-გორაზეც ავიდა. მას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ოვაციით შეეგებნენ. ექსპრეზიდენტმა მოქალაქეების თხოვნა, მასთან ერთად ფოტოები გადაეღოთ, უყურადღებოდ არ დატოვა. "ძალიან მომეწონა აქაურობა, ლამაზი ხალხი, ლამაზი ადგილები, ლამაზი ქალაქი... ასეთი ლამაზი ბათუმი არასდროს მინახავს", - უთხრა იუშჩენკომ ჟურნალისტებს.