"მტერს ღიად ეხუტებიან" - კვირის პალიტრა

"მტერს ღიად ეხუტებიან"

ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთში ჩადიან, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხზე გაბრაზებულებს უწოდებს.

"რადგან ქართველ ხალხს მათი სიყვარული არ აღმოაჩნდა, ეს ხალხი გაბოროტდა, ქართველ ხალხზე გაბრაზდა. ისინი შურს იმით იძიებენ, რომ მტერს ღიად ეხუტებიან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.  სააკაშვილის თქმით, საქართველო ამით არ მცირდება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხალხი ყოველთვის არსებობდა.