მიხეილ სააკაშვილი დევიდ მილიბენდს შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი დევიდ მილიბენდს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბენდს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია იყო. სააკაშვილისა და მილიბენდის საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში ბრიტანელ ექსპერტებსაც შეხვდა.