"დავუპირისპირდები ყველას, ვინც საერთო საქმეს დაუპირისპირდება" - კვირის პალიტრა

"დავუპირისპირდები ყველას, ვინც საერთო საქმეს დაუპირისპირდება"

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებასთან მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი 2010 წლის

30 მაისის არჩევნების დასრულების ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს და ადეკვატურ ქმედებათა სტრატეგიაც აქვს შემუშავებული.

"ჩემი ამოცანაა, როგორმე მოვახერხო ქალაქისა და ქვეყნის გაერთიანებაც. მე დავუპირისპირდები ყველას, ვინც საერთო საქმეს დაუპირისპირდება. ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, დემოკრატიული გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ამ არჩევნებს აკვირდება საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ნუღარავის ეგონება, რომ როგორც ადრე, ახლაც დაუშვებს არჩევნების გაყალბებას და შემდეგ ამ არჩევნების შედეგების აღიარებას. ეს არ მოხდება. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. ჩვენს ხმებს არავის დავუთმობთ", - განაცხადა ალასანიამ.