"გაყალბება ჭექა-ქუხილის" მიზეზი გახდება"
22-02-2010
"მინუს ერთი" გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი მოდელია. მინუს ერთი საერთოდ არ მიყვარს. ან ყველა, ან არავინ. თუ ამ რეჟიმს ნამდვილად ებრძვიან, ალასანიამ
და "ალიანსმა" უნდა იცოდნენ, რომ დღეს ქვეყანაში მინუსი მიუღებელია", -  აცხადებს "უცნობი", რომლის თქმითაც  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება საქართველოში კიდევ ერთი "ჭექა-ქუხილის" დაწყების მიზეზი გახდება.

"საქართველოში არჩევნები ვერაფერს შეცვლის, რადგან ის ისევ გაყალბდება, მაგრამ ამას მთელი მსოფლიო დაინახავს", - განაცხადა  გია გაჩეჩილაძემ.  "უცნობის" განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ
წიკლაურმა უპასუხა და  განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო მარგინალური ჯგუფების მოწოდებებით ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, არ დაუშვებს იმ პირთაგან, რომლებიც ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას მუშტით, მუქარითა და ჩაქუჩებით'' ცდილობენ.

tat
04 მარტი 2010 14:25
"ჭექა-ქუხილები" სამწუხაროდ ბევრი ვნახეთ. "გამოდარება" გვჭირდება და არა წარსულში დაბრუნება. "შოუმენების" დრო სახელმწიფო პოლიტიკაში უნდა დასრულდეს!

რედაქტორის რჩევით