ნოღაიდელმა "ალიანსის" ფორმულა დაიწუნა - კვირის პალიტრა

ნოღაიდელმა "ალიანსის" ფორმულა დაიწუნა

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ოპოზიციური ერთობის შესახებ გამყრელიძე-უსუფაშვილის ფორმულა "ყველას მინუს

ერთი" დაიწუნა და განაცხადა, რომ მისთვის ''კონსერვატორ'' კახა კუკავას ფორმულა "ყველას მინუს სააკაშვილი" უფრო მისაღებია.

ექსპრემიერის განცხადებით,  ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა სცადოს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს. "ჯერ კიდევ სექტემბერში პრაიმერის იდეა თავად დავით გამყრელიძემ გამაცნო, რაზეც თანხმობა განვაცხადე, მოგვიანებით კი ოფიციალური მოწვევა პრაიმერზე ''კონსერვატორებისგან'' მივიღე", - აღნიშნა ნოღაიდელმა, რომელიც ოპოზიციური ერთობის წინა პირობად ოპოზიციური სპექტრის პრაიმერში მონაწილეობაზე თანხმობას მიიჩნევს.