რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს ეწვია - კვირის პალიტრა

რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს ეწვია

ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ჰოლბრუკის ვიზიტისას განიხილება უსაფრთხოების საკითხები და  ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა. რიჩარდ ჰოლბრუკი გეგმავს იმ ქართველი ჯარისკაცების მონახულებას, რომლებიც ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად წვრთნას გადიან.