"კარტოფილის მაფია" - კვირის პალიტრა

"კარტოფილის მაფია"

"ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ კარტოფილის მაფიის თაობაზე პარლამენტში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯავახეთიდან გამოტანებულ კარტოფილს

პრეზიდენტს პარლამენტში მისვლისას დაახვედრებს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ 2006-2007 წლებში პრეზიდენტმა ჯავახეთის მოსახლეობას მისცა პირობა, რომ საქართველოს მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის მათგან შეიძენდა კარტოფილს და ამით გააუმჯობესებდა მათ სოციალურ მდგომარეობას, თუმცა, როგორც ვეფხვაძე ამბობს, წელს  ეს პირობა დაირღვა: "შემოდგომაზე ჯავახეთის მოსახლეობა თვალს ადევნებდა, როგორ შემოდიოდნენ საქართველოში სატვირთო მანქანები, რომელთაც ათასობით ტონა იაფფასიანი და უხარისხო თურქული და სომხური კარტოფილი შემოჰქონდათ. პრეზიდენტის სიტყვა ყველას დაავიწყდა და სწორედ ეს კარტოფილი შეიძინეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის".

"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას ეკითხებიან, სად გაქრა პრეზიდენტის დაპირება, ასევე აინტერესებთ, ვინ დგას კარტოფილის მაფიის უკან, რომელმაც ჯავახეთის გლეხობა სარჩოს გარეშე დატოვა, ხოლო ქართველი ჯარისკაცი უხარისხო კარტოფილით გამოკვება.