სოზარ სუბარი ჟენევაში ვახტანგ კომახიძეს შეხვდება - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარი ჟენევაში ვახტანგ კომახიძეს შეხვდება

სოზარ სუბარი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს ტრადიციულ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას.

ჟენევაში ყოფნისას სუბარი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან შეხვედრასაც აპირებს, რომელმაც შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და ამჟამად ლტოლვილთა ბანაკში იმყოფება.

"ვახტანგ კომახიძეს ჟენევაში აუცილებლად ვინახულებ. მისთვის მიმაქვს საჭირო ნივთები, ვინაიდან ნაჩქარევად მოუხდა ქვეყნის დატოვება და სულაც არ გეგმავდა, უცხო ქვეყნისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. გარდა ამისა, ვახტანგ კომახიძის შესახებ აუცილებლად მოვახსენებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის 5 მრჩეველთაგან ერთ-ერთია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს წარმოადგენს.